LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინა განავალშია: მესი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავა (ვიდეო)

12

ლიონელ მესი შესაძლოა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდეს.

ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტეში გამართული მუნდიალის შესარჩევი მატჩი ბრაზილიასა და არგენტინას შორის მასპინძელთა ულაპარაკო გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები ფილიპე კოუტინიომ (24 წთ), ნეიმარმა (45) და პაულინიომ (59) შეყარეს.

11 ტურის შემდეგ ბრაზილია 24 ქულით ლიდერია, არგენტინას კი 16 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს არგენტინა 16 ნოემბერს შინ კოლუმბიასთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ერთი ქულით გადაასწრებს.

არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი თამაშის შემდეგ ძალიან ემოციური იყო:
„ფსკერზე დავეშვით, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. განავალში აღმოვჩნდით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჭკუას უნდა მოვუხმოთ. ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ როცა თავში რაღაც რიგზე ვერ არის, ფეხებიც არ მოგყვება. პოზიტიურად უნდა ვიაზროვნოთ და გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. ასე თამაში აღარ შეიძლება. ბევრი რამე უნდა შევცვალოთ“, – დაწერა მესის სიტყვები „მარკამ“.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=LxfqyQ7j5co

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები