LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არეულობა, გვიან დაძინება და ბილწსიტყვაობა – ინტელექტუალი ადამიანების თვისებებია

396

ინტელექტუალი ადამიანები დასაძინებლად გვიან წვებიან, ყველგან არეულობას ტოვებენ და ხშირად ბილწსიტყვაობენ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ექსპერტებმა ადამიანის ასეთ ქცევას საკმაოდ უცნაური ახსნა მოუძებნეს. მაგალითად, ცუდი სიტყვების გამოყენება იმის მანიშნებელია, რომ ადამიანის ლექსიკონი საკმაოდ მრავალფეროვანია. ანუ რაც უფრო ხშირად ილანძღება ადამიანი, მისი IQ-ც უფრო მაღალია.

ასევე, ჭკვიან ადამიანებს ძილში დროის ხარჯვა არ უყვართ და შესაბამისად, საწოლს რაც შეიძლება უფრო გვიან აკითხავენ. ამ თეორიის გამტარებლებს შორის კი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჩარლზ დარვინი, უინსტონ ჩერჩილი, ელვის პრესლი და სხვები არიან.

რაც შეეხება არეულობას, ფსიქოლოგებმა ამასაც ძალიან საინტერესო ახსნა მოუძებნეს. აღმოჩნდა, რომ თუკი ადამიანი მოუწესრიგებელია, ეს იმას ნიშნავს რომ მისი ტვინი სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა გადართული და სახლისა თუ ოფისის დასალაგებლად არ სცალია.