ლეგენდარულმა არეტა ფრანკლინმა 74 წლის იუბილე ნიუ-ორკში, პოპულარულ სასტუმრო Ritz-Carlton-ში აღნიშნა. მუსიკოსთან ერთად ამ დღეს იმყოფებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები კლაივ დევისი, ჯესი ჯექსონი და უილიამ უილკეროსნი. მომღერალი საკუთარ წვეულებაზე თეთრი ატლასის ულამაზეს კაბაში გამოჩნდა, რომელსაც შავი ქამარი ამშვენებდა. ასევე არეტას ეცვა თეთრი ბეწვის ქურქი და ტრადიციისამებრ, ბრწყინავდა ფოტოგრაფებთან.
ღონისძიების ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო ტორტის გამოტანის პროცესი. რითმ-ენდ-ბლუზისა და სოულის დედოფალს სამსართულიან თეთრ ტორტზე ოქროს სანთლები აუნთეს, რომლებიც ფრანკლინმა საზეიმოდ ჩააქრო. აქვე საუბარი იყო ბიოგრაფიულ ფილმზეც, რომლის პროდიუსერიც სკოტ ბერსტეინი იქნება. არეტა ფრანკლინმა თავდაპირველად როლზე ჰოლი ბერი მოაიზრა, საბოლოოდ კი არჩევანი ჯენიფერ ჰადსონზე შეაჩერეს.