LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: საქართველოში ძალის პროეცირება და ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა მოგვიწევს, ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტსაბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდებათ

72
Untitled design (2)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინას ქართველების, სომხეთისა და მოლდოვას შველა მოუწევს.

არესტოვიჩმა ამის შესახებ გადაცემაში „Альфа й Омега“ საუბრის დროს განაცხადა.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოში 300 000 რუსი ჩავიდა, რაც ქართველებისთვის პრობლემად იქცა, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კატასტროფაა.

მისი თქმით, უკრაინას ძალის პროეცირება მოუწევს:

„ეს კატასტროფაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პრორუსულ მთავრობას, რომელსაც არ აქვს უნარი, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები და ანადგურებს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა შექმნა; ისევ კორუმპირებული პოლიციაა; ყველაფერი იყიდება – როგორც თავად ქართველები ამბობენ…

წარმომიდგენია, როგორ იგლეჯენ სიმწრით თმას ისინი, ვინც დღეს საქართველოში პატრიოტულად არიან განწყობილები.

ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება და მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების, მოლდოვას შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია, რადგან ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტსაბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში… იქნება ეს მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციის, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, –  განაცხადა არესტოვიჩმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები