LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა აურაცხელი უბედურება მოუტანა, ქვეყანა ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს

166
ოლექსი არესტოვიჩი

„თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის, რომ მათ [საქართველოს ხელისუფლებამ] მოკლეს, ეს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება – პროვოკაციების, მასობრივი არეულობის, რევოლუციის და ა.შ. დონემდე“, – აღნიშნულის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არსეტოვიჩმა სააკაშვილის შესახებ  რუს უფლებადამცველთან, მარკ ფეიგენთან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

ამავე ინტერვიუში არესტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი „ნელა კვდება“ და დარწმუნებულია, რომ მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ მოსკოვის შიშით არ უშვებენ.

„ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ ასე? პასუხი ძალიან მარტივია, ვისიც მალე სომხეთსაც აღარ შეეშინდება ან უკვე აღარ ეშინია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

არესტოვიჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა ქვეყანას აურაცხელი უბედურება მოუტანა, საქართველო კი ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს.

არესტოვიჩი: მისი მოკვლის ეშინიათ, გადაცემისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელა განადგურება – თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები