არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უკვე გამოასვენეს სახლიდან და ის წეროვანში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაჰყავთ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაგრძელდება. მას დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.