საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და ოჯახის ახლობლები იმყოფებიან. ისინი სავარაუდოდ პატრიარქს ხვდებიან. უცნობია რა საკითხის განხილვა მოხდება შეხვედრაზე და სთხოვს თუ არა გარდაცვლილი ტატუნაშვილის ოჯახი ილია მეორეს ცხედრის გადმოსვენების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვას.
ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში შეხვედრაზე მივიდა ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.