LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვები მოინახულა: როგორია მათი მდგომარეობა

125
BeFunky-collage (3)

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვები მოინახულა, რომელთაც სავარაუდოდ კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებათ.

„ოზურგეთის კლინიკაში მოვინახულე ბავშვები, ბაღის აღსაზრდელები, რომელთაც სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. ნებისმიერი შემთხვევისთვის,გართულებებისგან თავის ასარიდებლად ისინი კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში არიან მოთავსებული.

ექიმების თქმით ექვსივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედი მაქვს მალე გაეწერებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. სახელმწიფო სრულად აფინანსებს მათთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

შეგახსენებთ, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში 80-მდე ბავშვი მოიწამლა

სპეციალისტები კვებით ინტოქსიკაციასაც არ გამორიცხავენ​, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. სურსათის უვნებლობის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.  11 საბავშვო ბაღში აღებულ ნიმუშებს ლაბორატორიულ კვლევებს უტარებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები