LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი პროექტის დონეზე მომზადებულია – მაქსიმალურად ვცდილობთ, მუშაობა დავაჩქაროთ

152
აჩიკო თალაკვაძე და ცუგები

„საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება საბაზისო სერვისები, რაც ცხოველების გამრავლების კონტროლს, ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას, ინფექციების მართვას და სპეციალური თავშესაფრების შექმნას უკავშირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, კანონპროექტი, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი უნდა დაარეგულიროს, პარლამენტს სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში წარედგინება.

თალაკვაძის თქმით, საკითხზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მუშაობს და ის პროექტის დონეზე უკვე მომზადებულია:

ძაღლების გასამრავლებლად ნებართვის აღება იქნება საჭირო – მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება

„საპარლამენტო კომიტეტი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით მუშაობს. ყველა დაინტერესებული მხარე ჩართულია და სამუშაო პროცესი დაწყებულია როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე მის აღსრულებაზეც არის მსჯელობა.

განიხილება ერთიანი სტანდარტის დანერგვა იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ამ საკითხის მოგვარება შეუძლებელია. მაგალითად, თუ კახეთში მუნიციპალიტეტები მოაგვარებენ უპატრონო ძაღლების პრობლემას და სხვაგან ეს არ იქნება ანალოგიურად მოგვარებული, მოხდება და ხდება კიდეც ძაღლების მიგრაცია.

ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

ცვლილებების მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ეს გახდება უკვე სხვა მუნიციპალიტეტის პრობლემა ორჯერ უფრო მეტად. ზუსტად ამ დაკვირვებამ, ამ მონაცემებმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ერთიანს სტანდარტს დავუჭიროთ კანონმდებლობით მხარი.

არის მსჯელობა ეს უნდა იყოს მუნიციპალურ დონეზე ცალ-ცალკე მართული, მაგრამ ერთიანი სტანდარტით, თუ უნდა იყოს ქვეყნის მასშტაბით ერთი სააგენტო შექმნილი, რომელიც უზრუნველყოფს სერვისების განვითარებას.

ერთი რამ ფაქტია, რომ ეს საბაზისო სერვისები უკავშირდება პირველ რიგში, გამრავლების კონტროლს, უკავშირდება მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას, ინფექციების მართვას, სპეციალური თავშესაფრების შექმნასა და სერვისის შექმნას, როცა მოქალაქეს ეცოდინება თუ ვის მიმართოს.

ეს არის საბაზისო სერვისები და საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ ყველა მუნიციპალიტეტს მინიმუმ, ეს სტანდარტული სერვისები ჰქონდეს აწყობილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაჩქაროთ ამაზე მუშაობა.

„ყოველდღიურად თავშესაფარში უამრავი დაკარგული ცხოველი შემოგვყავს, რომელთაც პატრონები არ აკითხავენ..“ – რას გეგმავს ძაღლების რაოდენობის შემცირების მიზნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ვცდილობთ, რომ თითოეული დეტალი განხილვების დონეზე მაქსიმალურად ამოვწუროთ. პროექტების დონეზე მომზადებულია, განიხილება დაინტერესებულ მხარეებთან და საგაზაფხულო სესიაზე, დიდი იმედი მაქვს, რომ გვექნება კონკრეტული წინსვლა ამ მიმართულებით.“– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხებს კანონი დაარეგულირებს – კალაძე ახალ კანონპროექტზე საუბრობს