LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ხოფერია შვილზე: „ისევ ამოდის სანგარიდან შვილის ზმანება…თითქოს რცხვენია რომ დამტოვა მარტოკა გზაში და რომ სანგარი ისევ ჩემი ასაღებია“

216
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს.

ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა.

„ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაანათა მთვარემ ქვეყანა…

ისევ ამოდის სანგარიდან შვილის ზმანება…

და ჩემკენ მოდის, ლეგიონის კარვისკენ მოდის, კართან ჩერდება და მემალება…

თითქოს რცხვენია რომ დამტოვა მარტოკა გზაში

და რომ სანგარი ისევ ჩემი ასაღებია…,“ – წერს არჩილ ხოფერია.

ცნობისთვის, უკრაინაში დაცემული ქართველი გმირის, ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლველად წავიდა.

ფოტო: “ჩემი შვილის ქუდი გადმომცა მეომარმა” – არჩილ ხოფერია

“გამარჯვებით დაბრუნება ჯარისკაცის მამავ!” – არჩილ ხოფერია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდის

„თუ სადმე რამე კეთილი არსებობს, ყველა ძალა იყოს ჯარისკაცის მამისკენ” – ნათია ფანჯიკიძე არჩილ ხოფერიაზე

„ამ უცნობმა ქართველმა იტირა.. მითხრა, რომ ჩვენ მაგალითზე იზრდებოდა.. ახლაც და ათასგზის – ალალი იყოს ის სისხლი, რაც ჩვენ და ქართველმა მეომრებმა დაღვარეს, ღვრიან, დაღვრიან“: არჩილ ხოფერია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები