LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გამზარდია სასულიერო პირის სკანდალურ ფოტოს გამოეხმაურა – „სინამდვილეში ის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს…“

92

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია, საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს იმ სასულიერო პირის შესახებ, რომლის ფოტომაც გუშინ ინტერნეტსივრცე მოიარა და კრიტიკის ობიექტი გახდა. საქმე ისაა, რომ მღვდელმსახური გადაღებული იყო იმ მომენტში, როდესაც ჯიპიდან ახლადგადმოსულს მონაზონი მას ქოლგით ხელში უკან მოჰყვებოდა. არჩილ გამზარდია წერს, რომ ~ სინამდვილეში ეს მონაზონი სასულიერო პირის დაა და თავად მთავარეპისკოპოსი წლებია, ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს. ამის დასადასტურებლად ფოტოებსაც აქვეყნებს.

„ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი სასულიერო პირის ფოტო, რომელსაც გვერდით უდგას სამონაზვნე სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ქოლგით. ამ ფოტოზე მძიმე ამბავი ატყდა და ვისაც არ ეზარება, ლამის ყველა ამ სასულიერო პირს ლანძღავს. საქმე იმაშია, რომ მე შორიდან ვიცნობ ამ სასულიერო პირს, მიუხედავად იმისა, რომ ის მთავარეპისკოპოსია, წლებია, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და ამიტომ რაღაცნაირად გული მეტკინა, რომ მას უსამართლოდ დაესხა თავს არაერთი.

ბალანსისათვის ამ ფოტოს ვდებ, რომელიც იმავე სასულიერო პირს ეკუთვნის. ასევე, როგორც გავიგე, ფოტოზე, რომელიც მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა, მისივე და არის წარმოდგენილი, რომელიც თავის ძმაზე ზრუნავს და რა ვიცი… იქნებ, მიგვეცა უფლება ადამიანებისათვის საკუთარ დედმამიშვილზე იზრუნოს…

როდესაც სასულიერო პირებს სამართლიანად აკრიტიკებენ, მხარს ვუჭერ და ვიზიარებ ხოლმე, მაგრამ, როდესაც ხალხი არ ვართ მართალი, ვხედავთ რეალობის ფრაგმენტს და შემდეგ ვმსჯელობთ უყურადღებოდ, უხეშად და რაც მთავარია, უსამართლოდ, მგონია, რომ ასეთ დროს სიმართლის მხარე უნდა დავიჭიროთ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ამ მთავარეპისკოპოსის მხარეს გადის“ – წერს არჩილ გამზარდია.

sasuliero piri 1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები