არჩილ არველაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. მან სფფ-ის პრეზიდენტობის არჩევნებამდე, ანუ 3 ოქტომბრამდე ნებაყოფლობით შეიჩერა უფლებამოსილება და პოსტი დატოვა.
არველაძე 2013 წლის ივლისში დაინიშნა ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. მას ფედერაციის ტექნიკურ დირექტორატთან ერთად, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სხვადასხვა საკითხების მოგვარება ევალებოდა.