„ევროპული საქართველოს“ წევრის ლაშა დამენიას განცხადებით, თვითმმმართველობის არჩევნებში გამარჯვების ფორმულა ოპოზიციის საერთო კანდიდატებით გასვლაა.
მერობის კანდიდატებზე საკვანძო ადგილებში უნდა შევთანხმდეთ, აცხადებს დამენია.
„ევროპული საქართველოს“ პოზიცია უკვე გაცხადებულია. მერობის კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ საკვანძო ადგილებში, ასევე აუცილებელია მოხდეს შეთანხმება მაჟორიტარ კანდიდატებზე, ვინაიდან იქ პროცენტი ბარიერის აღარ არსებობს.
ამიტომ გამარჯვების ერთადერთი ფორმულა დღეს, რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატებით გასვლაა“, – განაცხადა დამენიამ.