აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს ფლორიდაშიც მოუგო. „ეი ბი სის“ შეფასებით, ამომრჩევლების 49%-მა მხარი ტრამპს დაუჭირა, 48%-მა კი ჰილარი კლინტონს.
ფლორიდა აშშ-ს მჭიდროდ დასახლებული შტატია, ამიტომ აქ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორივე კანდიდატისთვის.
სხვადასხვა პროგნოზი აჩვენებს, რომ ტრამპი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ შეფასებით, ტრამპის გამარჯვების შანსი 95%-ზე მაღალია.
„ჰილარი კლინტონმა უნდა მოიგოს არჩევნები პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში, თუ სურს, რომ გამარჯვებული იყოს,“ – განუცხადა „ბიბისის“ პოლიტოლოგმა ნორმ ორშტეინმა.