Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
არჩევნებისთვის  გერმანია 37 დამკვირვებელს გამოგზავნის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებისთვის  გერმანია 37 დამკვირვებელს გამოგზავნის

151
Hubert
 გერმანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოგზავნის. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა “რადიო თავისუფლებასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჰუბერტ ქნირშის განმარტებით, დამკვირვებლების ნაწილი რამდენიმე დღეში, ნაწილი კი ოქტომბრის ბოლოს ჩამოვა.

“ჩვენ გამოვგზავნით დამკვირვებელთა ჩვეულ კონტინგენტს – 37 პირს. ასეთი ამოცანა გვაქვს დასახული. ჩვენ სწორედ ახლა ვადგენთ მათ გუნდს. პირველი დამკვირვებლები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ და დანარჩენი ნაწილი ჩამოვა ოქტომბრის ბოლოს. ვიმედოვნებ, გვეყოლება ოდირის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ. ეს არჩევნები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოსდევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ამრიგად, უკეთესი შანსი აქვთ შედარებით მცირე პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში. ყველა საელჩო გულდასმით აკვირდება საარჩევნო კამპანიას და პარტიების აქტივობებს,” – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები