“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ხელაშვილის აზრით “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების შემდეგ დაიშლება.
მისი თქმით, დღევანდელი ძალთა განაწილება, „ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობა გამოწვეულია იმ მძიმე ორწლიანი ვითარებით, რაც ქვეყანას თავს მოახვია კოვიდპანდემიამ
“ჩვენი არჩევანი რომ იყოს ხვალვე დავივიწყებდით „ნაციონალურ მოძრაობას“.” – აცხადებს ხელაშვილი
„არჩევნებზე ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა, ეს იყო არა მათი გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან მცირე არიან და კიდევ უფრო მცირდებიან, არამედ ეს იყო მოსახლეობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სრულიად გასაგები მიზეზების გამო პანდემიური გამოწვევების, ეკონომიკური გაჭირვების გამო, არის რადიკალიზებული” – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა
როგორც “ქართული ოცნების” წევრი ამბობს, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სცენიდან გასვლით, არჩევნებში წაგების შემდეგ, ისინი დაიშლებიან.
“ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მათი დაშლა. ამ არჩევნების წაგების შემდეგ მელია სად დაიკარგება, გახდება ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილი ან გიორგი გახარია, უკეთეს შემთხვევაში“, – განაცხადა ხელაშვილმა.