LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შემდეგ რას უზამს მთავრობა აქციებს – პრემიერის განმარტება

142
BeFunky-collage - 2020-10-30T144825.507

წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართ გამართული ხალხმრავალი შეხვედრები კორონავირუსის გავრცელების რისკს რომ შეიცავდა და შემთხვევების რაოდენობის ზრდაც რამდენიმე კონკრეტულმა ფაქტმა გამოიწვია, ეს საქართველოს მთავრობამ უკვე თქვა. რა იქნება არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა წინასწარ უკვე დააანონსა აქციები და რა იქნება მთავრობის საპასუხო ქმედება, ამაზე დღეს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. გიორგი გახარიას განმარტებით, ქვეყანაში თავისუფლების გამოხატვას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისივე განმარტებით, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შეკრების, მანიფესტაციების ან გამოხატვის თავისუფლებას, ეპიდემიოლოგიურ ჭრილში, არაფერი არ ემუქრება. მაგრამ შეიძლება, მაგალითად, ჩმივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. დღეს მოგეხსენებათ პირბადეს ტარება სავალდებულო  არის მხოლოდ დახურულ შენობაში, ხოლო ღია სივრცეში არის მკაცრი რეკომენდაცია. ყველას შეუძლია მოაწყოს რამდენიც უნდა იმდენი მიტინგი, ოღონდ კანონის სრული დაცვით. ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და ესა ერთ და ორ დღეში ვერ გაკეთდება, ამიტომ არავის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები