LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების მეორე ტურში ჩვენ ოპოზიციას ვუჭერთ მხარს, მიუხედავად მისი პარტიული საარჩევნო ნომრისა: პაატა მანჯგალაძე

137
პოლიტიკური-პლატფორმა-ახალი-საქართველოს-გენერალური-მდივანი-პაატა-მანჯგალაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქვეყანაში ცვლილებების სიო უბერავს, რასაც ქართული ოცნება არ უნდა შეეწინააღმდეგოს, რადგან რაც უფრო მალე გაიაზრებენ რომ პრობლემა აქვთ, უფრო ადვილად წავლენ ხელისუფლებიდან“.

ის ასევე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციას დაუჭერენ მხარს, მიუხედავად მისი პარტიული საარჩევნო ნომრისა.

„ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებებს. ცვლილება ნიშნავს ოპოზიციისთვის მხარდაჭერას. მეორე ტურში ჩვენ ოპოზიციას ვუჭერთ მხარს მიუხედავად მისი პარტიული საარჩევნო ნომრისა. მართლაც დაწყებულია ცვლილებების ტალღა, სიო უბერავს ქვეყანაში და ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოს „ქართული ოცნება“ .

რაც უფრო მალე გაიაზრებენ იმას, რომ მათ პრობლემა აქვთ არა რომელიმე პარტიასთან, არამედ წინააღმდეგობაში მოდიან ქართულ საზოგადოებასთან, უფრო ადვილად წავლენ ხელისუფლებიდან. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მმართველმა პარტიამ იცის სახლში უნდა წავიდეს“, – აღნიშნავს მანჯგალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები