LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების კონტექსტი, მოქალაქეთა და საპატრიარქოს პოზიცია – გახარია კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე

85

„პოლიტიკური და მათ შორის საარჩევნო კონტექსტიდან,  ასევე, მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე,“ – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე მარუხუანის კულტივირების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.

“რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი და ძალზედ დიდი ფაქტორია კანონის ირგვლივ მოხდეს კონსესუსის მიღწევა. ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე – მათ შორის არჩევნების, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, პარტიაში იყო გუნდის შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომეც ესწრებოდა, იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ.

ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის თემა. რა თქმა უნდა ეს იყო საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციაც და ჩვენ დავთანხმდით, რომ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია. რა თქმა უნდა, არ უნდა იშფოთოთ, კანონპროექტს გამოსაწვევი იურიდიული პოზიციიდან არაფერი არ სჭირდა. მოგეხსენებათ, რომ ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანია და მისი საქმეა სწორედ საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე –  მათ შორის საარჩევნო, საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე. საუბარი, როგორც სხვადასხვა ოფციებზე ამ კანონმდებლობის დახვეწაზე, მის გაწვევაზე და კიდევ სხვა ბევრ ოფციაზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბოლო თვეების განმავლობაში. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს გაწვეული, მთავრობა მიიღებს უახლოეს დღეებში.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.