LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები, პროტესტი, წყლის ჭავლი: უცხოური მედია ქართულ მოვლენებს აშუქებს

106
-115320377-tv064260629

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტება თბილისში და აქციის დაშლა არც უცხოური მედიისთვის დარჩენილა ყურადღების მიღმა.
გუშინ, თბილისში განვითარებული მოვლენები გააშუქა ბრიტანულმა BBC-მ და ფრანგულმა France 24-მა.

პროტესტი საქართველოში: პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა – ამ სათაურით იტყობინება BBC, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელიც მმართველ პარტიას ხმების გაყალბებაში სდებს ბრალს და მოითხოვს არჩევნების განმეორებით ჩატარებას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უარყოფს ბრალდებას თაღლითობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი არჩევნების მიმდინარეობის პროცესი მთლიანობაში დადებითად შეაფასეს, თუმცა გააკრიტიკეს გარკვეულ ასპექტებში.

BBC წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნდა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. 31 ოქტომბრის არჩვენებზე კი ხმების 48%-ზე მეტი დააგროვა, რაც აძლევს უფლებას, დააკომპლექტოს მთავრობის შემადგენლობა.

თბილისში განვითარებული მოვლენები გააშუქა საფრანგეთის სახელმწიფო სატელევიზიო ქსელმა France 24-მაც და დაწერა, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში პოლიციამ წყლის ჭავლით მიიტანა იერიში აქციის მონაწილეებზე, რომლებიც არჩევენების შედეგებს აპროტესტებდნენ.

გამოცემა წერს, რომ პოლიციამ წყლის ჭავლთან ერთად ცრემლსადენი გაზიც გაუშვა ათასობით ადამიანის მიმართულებით, მომიტინგეების მცირე ჯგუფებმა კი პოლიციას ქვები ესროლეს.

France 24-ს ციტატად შსს-ში გაკეთებული განცხადებაც მოყავს – „ მომიტინგეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა“.

ფრანგული მედია „ქართული ოცნებისა და „”ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნების შედეგების პროცენტულ მაჩვენებელზე, რვა პარტიის ბოიკოტზე და აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე წერს – რომ ისინი მოითხოვენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და არჩევნების ხელახალ ჩატარებას.

ბოლოს კი აღნიშნავს, რომ პანდემიის აფეთქებამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ეკონომიკა მძიმედ აზარალა და რომ სექტემბრის დასაწყისიდან კოვიდ 19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, საქართველო 9 ნოემბრიდან კომენდანტის საათს დააწესებს 22:00-დან 5:00 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები