LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები მიმდინარეობს მძიმე დარღვევების ფონზე, ცესკო რეაგირებას არ ახდენს – ზაზა ბიბილაშვილი

82

“არჩევნები მიმდინარეობს მძიმე დარღვევების ფონზე”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩვენმა მხოლოდ თბილისში 100-ზე მეტი საჩივარი შეიტანა, საქართველოს მასშტაბით კი 200 საჩივარზე მეტი.

“მთავარი დარღვევა არის ის, რომ ქართული ოცნების დამკვირვებლები რეგისტრატორის მაგიდის უკან დგანან და ისინი აღრიცხავენ, უკანონოდ ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას იმ მიზნით, რომ ამომრჩეველი რომელიც წინასწარ ჰყავდათ დაბევებული ასე ვთქვათ, მიიყვანონ საარჩევნო უბანზე და მიაცემიონონ ხმა იძულებით. ეს ერთი საათის წინ განვაცხადეთ და მიუხედავად ამისა, ცესკო-ს და თამარ ჟვანიას არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ცესკო-ში მივიდეთ და მოვითხოვოთ პასუხი.

ასევე მოდის ინფორმაცია, რომ მისამართებზე ჩაწერილნი არიან ადამიანები, რომელებსაც მესაკუთრეები უბრალოდ არ იცნობენ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ასეთი შემთხვევები. მიწერებს აქვს მასიური ხასიათი.

საბურთალოს მე-3 ოლქში, 35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება ითქვას, რომ უკვე გააყალბა ამ უბანზე არჩევნები, როცა გუშინ ჩაატარა წილისყრის პროცედურა, წილისყრის ნაცვლად, მან ერთპიროვნულად გაანაწილა კომისიის წევრებს შორის ფუნქციები. ამაზე ზვიად კუპარავამ გუშინ გაავრცელა ჩანაწერი და ამაზეც არანაირი რეგირება არ ყოფილა”,-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.