LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევანი საკვებსა და გათბობას შორის: „დღეს ევროპაში მილიონობით ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ზამთარში გათბეს“ – Euronews

95
topyat-pech-drovami

35 მლნ ევროპელი ზამთრის პერიოდში, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, სახლში გათბობის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, – ინფორმაციას Euronews ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ევროპაში მილიონობით ადამიანს სახლის გათბობასა და საკვების ყიდვას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. მიზეზად კი ელექტროენერგიასა და გაზზე ფასების ზრდა სახელდება. ენერგეტიკული სიღარიბის მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება სამხრეთ ევროპაშია.

Euronews-ის ცნობითვე, ექსპერტები ენერგეტიკული სიღარიბის ორ ძირითად მიზეზს გამოყოფენ, ესენია: დაბალი შემოსავალი და ცუდად იზოლირებული სახლები. ამას ემატება საწვავის ფასების მატება და კოვიდ-პანდემია.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ის ფაქტი, რომ დღეს ევროპაში მილიონობით ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ზამთარში გათბეს, წარსულში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების შედეგია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები