LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არჩევანი გვაქვს ლობიოსა და ევროპას შორის, ძალით უნდა შეგვაყვარონ ლობიო და უარი გვათქმევინონ ევროპაზე” – ხათუნა ლაგაზიძე

643
ხათუნა ლაგაზიძე

ხათუნა ლაგაზიძე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ საკითხზე სახელისუფლებო განწყობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ომი არ გვინდაო და სამოქალაქო ომის დაწყებით გვემუქრებიან თბილისიდან იქეთ – ევროპას და აქეთ – შინაურ დასავლეთელებს! სიტუაცია ტრაგიკომიკურად ასე გამოიყურება: არჩევანი გვაქვს ლობიოსა და ევროპას შორის. ანუ ვისაც არ უნდა ლობიო და უნდა ევროპა, ძალით უნდა შეგვაყვარონ ლობიო და უარი გვათქმევინონ ევროპაზე და ამ მიზნით სამოქალაქო ომს გვიანონსებენ თბილისის სამოქალაქო ომის და სამეგრელოს დამრბევების სულიერი შთამომავლები! ისინი ქე მაინც იძახდნენ – დემოკრატია უკეთესია ლობიოზეო და ესენი კიდე ამბობენ, ლობიო ჯობია ევროპასო! გადაირევი კაცი დეგრადაციის ხარისხით! ისე, ყანდური გახსოვთ საკუთარი სიხარბით სად ჩაიხრჩო! თქვენაც ფრთხილად იყავით, ემანდ ლობიო არ გადაგცდეთ, მარცხი ელანძეაო, გურულები იტყვიან – სასუნთქი ყორყის დაცობა იცის!” – წერს ლაგაზიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები