LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, ორ დღეში ვიტყვი ყველაფერს – დავით აქუბარდია მერობის კანდიდატობაზე

289

“არც უარვყოფ და არც ვადასტურებ,” – ეს განცხადება ტელეკომპანია „კავკასიის“დამფუძნებელმა, დავით აქუბარდიამ, “ფორტუნასთან” საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციის კომენტარისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ის „ტრადიციონალისტთა გაერთიანებიდან“ მერობის კანდიდატად წარადგინონ.

ის ამბობს, რომ  “ორ დღეში იტყვის ყველაფერს”.

„რაღაც უცნაური განცხადებები ვრცელდება. ორი დღე დაიცადეთ და განცხადებას გავაკეთებ. არც ვადასტურებ და არც ვუარყოფ. ორი დღე დამაცადეთ  და ყველა კითხვას ვუპასუხებ. გასულია ვადები და ყველაფერი,“ – განუცხადა აქუბარდიამ „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები