ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერა მათი სუბიექტური პოზიციაა, ვინც ამას ხელს აწერს და ასევე, მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ ის არ ნანობს თავის დანაშაულს და ხულიგნობს.
“რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა, თვითონ ეს ძალიან სუბიექტური პოზიციაა… ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს მაშინ ქვეყანა აღარ არის…
როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, თქვენ მე მაკვრივებთ, ისეთ კითხვებს მისმევთ თითქოს მთვარიდან ჩამოვარდით“. – ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.
ვინ არის პეტიცია? – მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს არ მოაწერს
“ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა” – მეუფეები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ