LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც მე გამოვირჩევი კარგი ხასიათით და არც ჩემი ქმარი” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

272
BeFunky-collage - 2023-09-02T212153.773

„ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პირადი ხასიათის პოსტს აქვეყნებს.

„პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემთან ვიღაც ქალები იყვნენ მოსულები, ლაპარაკობდნენ და ერთ-ერთის ნათქვამი ფრაზა დამამახსოვრდა, ბებიაჩემს მიმართავდა:

„შენ არ გესმის, რომ ქმარს ნახევარი ტრაკი უნდა აჩვენოო“.
საგონებელში ჩავვარდი.

ვხედავდი ხოლმე, ბებიაჩემი როცა ბანაობდა – ბაბუაჩემი შედიოდა აბაზანაში, და პირიქით და იმით ვხსნიდი, რომ ერთმანეთს ზურგს უხეხავენ.

მაგრამ, როცა ზურგს უხეხავს, ნახევარი ტრაკი როგორღა უნდა აჩვენოს თქო, ტვინი გავიჭყლიტე.
ბოლოს გავარკვიე, რომ უბრალოდ ქმართან თვალთმაქცობას ურჩევდა.

გავიდა წლები და ვიქორწინე ადამიანზე, რომელთანაც მანამდე 10 წელი ვმეგობრობდი და თუკი რამე თავს გადამხდენია, ყველაფერი იცოდა – არ განმსჯიდა ხოლმე და კომფორტული იყო მოყოლა (შეიძლება დიდად არც აინტერესებდა, მაგრამ მისმენდა).

არც მე გამოვირჩევი კარგი ხასიათით, და არც ჩემი ქმარი.
დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სხვას, ძალიან გაუჭირდებოდა ჩემთან, ან ჩემს ქმართან ცხოვრება და რომ ვფიქრობ, რას უჭირავს ეს ურთიერთობა, პირველი რაც მახსენდება – სიახლოვეა.
არ მაქვს მისგან დამალული არაფერი და პირიქით.

რატომ მოვყევი ეს …
საჯაროდ რაც გავაქტიურდი, კეთილგანწყობილი ადამიანები ხშირად თვალთმაქცობას მირჩევენ და მე სულ ის ქალი და ნახევარი ტრაკი მახსენდება ხოლმე.
ეგ რჩევა ისეთივე დრომოჭმული მგონია, როგორც აი იმ ქალის რჩევა – ქმარს ნახევარი ტრაკი აჩვენეო ბებიაჩემს რომ დასძახოდა.

არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს – მითუმეტეს ახლა, სოცმედიის ეპოქაში.
ვერაფერს დამალავთ.
ამას გარდა, პრაგმატულადაც – დღეს, ავთენტურობა გაცილებით მეტს მოგიტანთ, ვიდრე თვალთმაქცობა.
მე ასე მჯერა.

ამიტომ, რასაც ვამბობ, იმას ვგულისხმობ.
არც თავს გიქონავთ.
არც გემლიქვნელებით.
არა იმიტომ, რომ არ შემიძლია (შემიძლია, უბრალოდ არ მსიამოვნებს), არამედ იმიტომ, რომ არაპრაგმატულადაც ვთვლი, გარდა იმისა, რომ ამორალური მგონია.

ამიტომ, როცა რაღაცაზე ვსაუბრობ, ნუ მეტყვით რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკაში ვარ და სხვანაირად არ ძალმიძს.

რასაც ვფიქრობ, ყველაფერს შეიძლება არ ვამბობდე, მაგრამ რასაც ვამბობ, ზუსტად იმას ვფიქრობ და ვგულისხმობ (შეიძლება შეცდომით, მაგრამ არა თვალთმაქცობით).
თანაც, მწყინს, როცა ამაში ეჭვი შეგაქვთ და გეჩხუბებით. (ალბათ მივხვდით, რომ ახლახან ვიჩხუბე)”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები