მადრიდის “რეალმა” და “მონაკომ” ფაბიო კოენტრაოს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. პორტუგალიელი ფეხბურთელი სეზონის დასრულებამდე ფრანგულ კლუბში ითამაშებს, ხოლო იჯარის ვადა 2016 წლის 30 ივნისს ამოიწურება.
შეგახსენებთ, რომ კოენტრაო მადრიდის “რეალში” 2011 წელს გადავიდა. მარცხენა მცველმა “სამეფო კლუბთან” ერთად ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და სხვა ტიტულები მოიგო.
როგორც ცნობილი იყო, მისი შეძენით მილანის ”ინტერი” და ”პარი სენ ჟერმენი” ინტერესდებოდნენ, მაგრამ ”მონაკომ” ორივეს აჯობა და ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა.