LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთხელ არ ვყოფილვარ ადმინისტრაციულ სამსახურში“: ვიხილავთ თუ არა პოლიტიკაში თენგიზ ცერცვაძეს

134
22

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლებას უწონებთ კოვიდ 19-თან ბრძოლის მეთოდებს და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში აპირებთ მოსვლას და მმართველი გუნდისგან ხომ არ ჰქონდა შემოთავაზება, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს.

„მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია. 70 წელს გადაცილებული კაცი ვარ და ამ დროის განმალობაში არც ერთხელ არ ვყოფილვარ ადმინისტრაციულ სამსახურში და არც ერთხელ არ მქონია შემოთავაზება. ეს არ არის არც ჩემი გატაცება და არც ჩემი საქმე. ეს მე ფაქტობრივად შეუძლებლად მიმაჩნია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები