“არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტია ჩვენ რეალურად გვაქვს.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (FDA) “ფაიზერის” ვაქციებს შენახვის ვადა 3 თვით, 9 თვემდე გაუხანგრძლივა და აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა:
“არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტია ჩვენ რეალურად გვაქვს.
ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ “ფაიზერის” ვაქციებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით სრულად არის მოხსნილი.” – თქვა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, FDA-მ “ფაიზერის” ვაქცინისთვის საგანგებო სიტუაციებში გამოყენების სანებართვო პირობები განაახლა. ახალი პირობების თანახმად, აღნიშნული ვაქცინის შენახვის ვადა -90-დან -60-მდე ტემპერატურის პირობებში 6 თვიდან 9 თვემდე გახანგრძლივდა.