LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ერთი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება – პრემიერი

78

არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა,  “ქართული ოცნების” თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება.

პრემიერის განცხადებით, პრაგმატული და გაწონასწორებული პოლიტიკით, შესაძლებელია გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა.

„რა თქმა უნდა, ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება. ამ მიმართულებითაც, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად უმძიმესი პროვოკაციებისა, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკებისა, რომლებიც არსებობს, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრაგმატული პოლიტიკით, გაწონასწორებული პოლიტიკით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს პოლიტიკა არ გავა კომპრომისებზე, არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას თანმიმდევრულობით, ყველა თქვენგანის ჩართულობით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, ეს იქნება რეალობა საქართველოში და ამას ბევრი წელი არ დასჭირდება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები