პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე მანჯგალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ აქვს.
მისის თქმით, არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ არიან, „მთავარია, ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორების საკითხზე და იმაზე, რომ რუსული ჭაობისკენ არ წავიდეთ, კოორდინაცია ჰქონდეთ.“ დეპუტატის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ღირებულებების ერთგულია საერთო ენას იპოვიან.
„მიშა, შანსი არ არის წელიწად-ნახევარში არ მიხვდეს, რომ პარტია „დაახიეს“ – იაგო ხვიჩია
მოსაზრებას იმის თაობაზე კი, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია შესაძლოა ხაზარაძის გუნდს შეუერთდეს, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება სურს, კოორდინაცია ჰქონდეთ.
„რა გეგმებზეც საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი, არ მაქვს სკეპტიციზმის საფუძველი. ის საუბრობდა, რომ ძველი სახეები, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე იყვნენ, არ ბრუნდებიან და სურს განახლება, რასაც მივესალმები. [საერთო გეგმაზე] ოფიციალური კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა, პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევხვედრივარ და ის ამბობს, რომ ახლა არ არის ერთიანი ფრონტია დრო.
„პირველი ნაბიჯი სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა.. ვაპირებთ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც - არავინ აპირებს ვინმეს გაგდებას“ – ხაბეიშვილმა ენმ-ის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა
როგორც ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გეგმა - „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“, გამარჯვებიდან მეორე დღესვე, 30 იანვრიდან დაიწყება.
მესმის, რომ არის კითხვები კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან დაკავშირებით, ამას თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერებმა უნდა უპასუხონ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ ფორმატში არ თანამშრომლობს ამ ადამიანებთან, ვისაც ასახელებთ.
მელია – ხაზარაძეს რაც შეეხება, ჩვენ არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, რომ ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორების საკითხებზე და იმაზე, რომ რუსული ჭაობისკენ არ წავიდეთ, გვქონდეს კოორდინაცია. თუ ამ ღირებულებების ერთგულია „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ საერთო ენას ვიპოვით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „სააკაშვილი ჩვეულებრივი აგენტია.“ დეპუტატის აზრით, კობახიძის განცხადებებს ლოგიკა არ აქვს და სჯობს, იმაზე ჩამოყალიბდეს, მტერია თუ არა რუსეთი.
„კობახიძე ჯერ იმაზე ჩამოყალიბდეს, რუსეთი მტერია თუ არა. ვერ დავეწიე მის ლოგიკას, რომელიც ოპოზიციას ხან დასავლეთის და ხან რუსეთის აგენტებს ეძახის. მე თუ მკითხავთ, ის თავად არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში.“ – განაცხადა მანჯგალაძემ.