LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არც ერთ დედას გამოაცადოს, რასაც მე ვგრძნობ” – მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს (ფოტოები)

576
BeFunky-collage (3)

რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ომიდან 12 წლის შემდეგაც შეუსრულებელია. 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი საომარი მოქმედებები დღეს ტრადიციულად მუხათგვერდის სასაფლაოზე გაიხსენეს– იქ, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები არიან დაკრძალულნი.

დაღუპულთა ოჯახის წევრებმა 12 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

“უსამართლო ომის მსხვერპლია ჩემი შვილი. რაც აფხაზეთში იყო, ის მოხდა ოსეთში. ჩემს შვილთან ერთად რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, რამდენი დაიკარგა.

ვტირი, არა მხოლოდ ჩემს შვილს, არამედ ყველა ჯარისკაცს, რომელიც დაიღუპა.

 

მძიმეა ყოველი დღე, მაგრამ დღეს ძალიან მიმძიმს იმ ტრაგედიის გახსენება. არც ერთ დედას გამოაცადოს, ის რასაც მე ვგრძნობ. ჩემი შვილის სისხლი ყოფილიყოს უკანასკნელი, რომელიც ბრძოლაში დაიღვარა”- ამბობს “ფორტუნასთან” აგვისტოს ომში დაღუპული კახა კოშაძის დედა.

“ჩემს ქმარს უთქვამს, ცხინვალში ხომ ბეტეერით შემოვედით, აფხაზეთში კი აუცილებლად ფეხით შევალო”- მოგონებები აგვისტოს ომზე

 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები – პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ომში დაღუპულმა გმირებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და “თუ დავფიქრდებით”, დღეს “საქართველო არ არის ღირსეული.”

ომმა ვერ დაგვამარცხა, ჩვენ ვართ ძლიერი – პრეზიდენტი

 

პრემიერმა მშვიდობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყნის განვითარებისთვის.

გახარია: რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით

“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება. მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა”, — თქვა მან.

კახა კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ქვეყანას ომი ვერ ააცილეს.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა უდიდესი პასუისმგებლბა ეკისრება სააკაშვილს და მის გუნდს, მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის”, — განაცხადა კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

“საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!” – მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე

 

აგვისტოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები