Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი, შევეცდები, ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები – რამაზ დავლაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი, შევეცდები, ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები – რამაზ დავლაძე

11794
Untitled design (51)

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 3 ბავშვი.

ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.

ნოე სულაბერიძე ბათუმის ტრაგედიას შემთხვევით გადარჩენილებს შეხვდა.

„თავს ძალას ვატან. სიმართლე გითხრათ, არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი“, – ამის შესახებ რამაზ დავლაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მან მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.

„არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამხელა ტკივილით ადამიანმა იცხოვროს. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ძალიან მიჭირს და მიმძიმს ყველაფერი.

გავიღვიძებ ვტირი, დავიძინებ ვტირი. ესაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება“, – ამბობს დავლაძე.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები