ლიბერტადორესის თასი ”ნასიონალმა” მოიგო.
კოლუმბიურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში ეკვადორის ”ინდეპენდიენტე ხოსე ტერანი” დაამარცხა.
პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. განმეორებითი, რომელიც კოლუმბიაში გაიმართა, ”ნასიონალმა” 1:0 მოიგო მიგელ ბორხას მე-9 წუთზე გატანილი გოლით.
კოლუმბიურმა გუნდმა ისტორიაში მეორედ მოიგო ლიბერტადორესის თასი.
შესაბამისად, ”ნასიონალმა” უფლება მიიღო ითამაშოს დეკემბერში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში ჩატარდება.
სხვათა შორის, საინტერესო დეტალია, რომ ეს იყო პირველი ფინალი 1991 წლიდან, როდესაც გადამწყვეტ მატჩში არ მონაწილეობდა ბრაზილიური ან არგენტინული გუნდი.
https://www.youtube.com/watch?v=z7Fna6A1vhE