„სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც არის წამება. არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ სააკაშვილი განიკურნება“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივა მედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გიული ალასანიას სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაზეც დაუსვეს კითხვა, რაზედაც მან უპასუხა, რომ დასკვნაში ყველაფერი სწორია:
„დღეში ორჯერ დავდივარ, ყოველთვის ერთ მდგომარეობაშია. სწორია ყველაფერი, რაც დასკვნაში წერია. საქმე ისაა, რომ თითქმის წელიწადი და ცხრა თვეა, რაც „ვივა მედში“ არის მოთავსებული.
„სახეზეა წონის მატება, მაგრამ რჩება კოგნიტიური გაუარესება, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია, საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას“ – რა დასკვნას აქვეყნებს სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილზე
„კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას მყარი დადებითი პროგნოზები იქნეს გაკეთებული“
სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც თავისთავად არის წამება. არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ ეს ადამიანი განიკურნება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, კონსილიუმის წევრები პროფესიონალი ექიმები არიან და მათ დასკვნას ენდობა.
„სააკაშვილთან დასკვნის შესახებ არ მისაუბრია, თუმცა დასკვნა არის ის, რასაც ყოველდღე ვხედავ. აბსოლუტურად ვენდობი, მაღალი დონის პროფესიონალები არიან ექიმები, რომლებიც დადიან.
ეს ყველაფერი სანდოა, მაგრამ ჩემთვის არანაირი ნუგეში და იმედი არ არის. ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას, რომ ეს ადამიანი მორჩება აქ. პირიქით, ვხედავ, რომ ნელი სიკვდილი აქვს მისჯილი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.