Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება – ანა დოლიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება – ანა დოლიძე

146
98

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმიანება. მისი განცხადებით, გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულება ამ საკითხში სახელმწიფოს დაინტერესებაზე მიუთითებს და „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მეტი სამართლებრივი გარანტიები სჭირდებათ.

[related_news id=”223818″ align=”left”]„საეჭვო იყო ის ფაქტი, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებმაც სტრასბურგი მოიგეს და მათი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის სამინისტრო არ აღასრულებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, რამდენიმე საათში აღსრულდა ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული მიანიშნებს მათ შორის სახელმწიფოს დაინტერესებას. არავითარი გარანტია არ არსებობს მაგიდაზე, რომ არ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა. აღმასრულებელი დირექტორი, მით უმეტეს, ისეთი რეპუტაციის მფლობელი, რომელიც არის ქიბარ ხალვაში, ის არ არის ნელსონ მანდელა, ბუნებრივია, მის სიტყვას ვერავინ ენდობა, რომ არ ადგება და არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები