LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით – გაფრინდაშვილის მეუღლე გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

306
vaja-2-610x360

დიდი შოკი და იმედგაცრუება – ასეთია თამილა ლაფანაშვილის პირველი კომენტარი ოკუპანტების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. თამილა ლაფანაშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

ზურაბ აბაშიძეს “სიტყვები არ ყოფნის” როგორ შეაფასოს გაფრინდაშვილის განაჩენი

 

„მაქსიმალური სასჯელი იქნა გამოტანილი, რასაც არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით. ადამიანი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რისიც სჯერა. არანაირი კრიმინალი და დანაშაული არ ჩაუდენია. ისჯება სწორი იდეებისთვის. ისევ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მაქსიმალური გააქტიურება მოხდეს და სასწრაფოდ გადაიჭრას ეს საკითხი – ეს არის ღირსების საქმე როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

“შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან” – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე განცხადებს აკეთებს

თამილა ლაფანაშვილს ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კონკრეტულ გეგმებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებს. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.

დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ ექიმს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს

რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მოქალაქის დასაცავად და მისი უკანონი პატიმრობისგან დასახსნელად, ამ კითხვით რადიო “ფორტუნა” ადვოკატებს დაუკავშირდა და მათი არგუმენტები მოისმინა. უფლებადამცველები საქმეში ქართველი ადვოკატების ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

დეტალები ნახეთ ვრცლად: 

შეგვიძლია თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ექსტრადირება მოვითხოვოთ?

"ეს მათი დამოუკიდებლობის აღიარება არ იქნება..."

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები