უსინათლოთა კავშირის ყოფილი თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. სამსახურიდან გათავისუფლებულები თითქმის ორი კვირაა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.
ისინი კავშირის მენეჯმენტის გადაწყვეტილების შეცვლას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
უსინათლოთა კავშირის ყოფილი წევრი, ლელა ვეფხვაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, საკითხით დაინტერესდეს:
“არავის მიუტანია გულთან და მე მართლა გული მწყდება. პირველ რიგში ჩემივე კავშირის ხელმძღვანელობისგან, იმიტომ, რომ ვითომ რაღაც ნაბიჯები გადმოდგეს, მაგრამ ისევ უკან დაიწიეს. არ აწუხებთ. ჩემ კავშირს ვთხოვ, გონს მოეგონ და რეალურად გადმოდგან ქმედითუნარიანი ნაბიჯი. მე ვთხოვ დახმარებას ჩემთვის საყვარელ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დამაჯილდოვა.
არ ვიცი, რამდენად აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს საკითხში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ის, რომ გააჟღეროს გულისტკივილი, თუნდაც აგრძნობინოს ხალხს, რომ ჩვენ ვარსებობთ”, – ამბობს ლელა ვეფხვაძე.