LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის უფლება” – კალაძის თქმით წარწერები წაიშლება

172
79460762-446315895973606-2756829324211388416-o-e1576393769760

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა წარწერები გამოჩნდა. „ამ ცხოვრების დედაც“ – 15 წლის ლუკა სირაძის მიერ დაწერილი სიტყვები ხალხმა აიტაცა და პროტესტის გამოხატვის მთავარ ფორმად იქცა. საზოგადოების ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ სიტყვებით სუიციდის რომანტიზება ხდება.

თბილისის მერი კახი კალაძე აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება.

„არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, მათ ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ წარწერები „ამ ცხოვრების დედაც“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა.

„ამ ცხოვრების დედაც“ – პროტესტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ფოტოები)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები