“გაფრთხილებთ, ნუ დაგვიწყებთ ტყუილა ჭიდაობას, არავის არ დაგაჭერინებთ. თუ დარბევას გადაწყვეტთ, გაგვაფრთხილეთ”,-ასე მიმართა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველებს. მანვე აღნიშნა, რომ პიკეტირება დღეს საღამოს იგეგმება.
„პიკეტირება დღეს საღამოს იქნება. აქციის პარალელურად დავიწყებთ პიკეტირებისთვის მომზადებას“,-განაცხადა ვაშაძემ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები გიორგი ვაშაძესთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩაზე დგანან.
ჩიტაძის ქუჩაზე კი აქციის მონაწილეებმა ისევ კარავი გაშალეს. გეგმის მიხედვით, ეს კარავი პარლამენტის პიკეტირების ერთ-ერთი ნაწილია.
როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პიკეტირება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.