LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის აინტერესებს კობახიძე რას იტყვის, ჩვენ ამ ცინიკურ, ქვეყნისთვის საშიშ ხელისუფლებას უნდა მოვუგოთ თვითმმართველობის და ვადამდელ არჩევნებში: ბოკერია

46
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველის“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, ოპოზიცია კი მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის“. 

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ახლა, არავის აინტერესებს კობახიძე რას იტყვის, წინ უნდა იყურონ, რადგან ამ ცინიკურ, ჩვენი ქვეყნისთვის საშიშ ხელისუფლებას თვითმმართველობის და ვადამდელ არჩევნებში მოუგონ“.

გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპულ საქართველოს“ კვლავ შეცდომად მიაჩნია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა, რადგან ამ „გაუაზრებელმა ქმედებამ საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფ ცინიკურ ადამიანებს ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ“.

„ირაკლი კობახიძის ეს საქციელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტიპური საქციელია, ცინიკური, საზოგადოების შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, მათ შორის, იმ შეთანხმების სულისკვეთების მიმართ, რომელიც დაიდო და ახლაც მძიმე შეცდომად მივიჩნევთ „ევროპული საქართველო“.

სამწუხაროდ, ამ გაუაზრებელმა მოქმედებამ საშუალება მისცა ასეთ ცინიკურ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის გარემოცვაშია, რომ ასე ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ, იმანიპულირონ ამ ყველაფრით“, – აღნიშნავს ბოკერია.