„ბარსელონამ“ უარი თქვა U12 გუნდით ესპანეთი წარმოედგინა Danone Nations Cup-ზე. მიზეზი ესპანეთის სიმბოლიკიანი მაისურების არჩაცმაა.
„ბარსელონამ“ გადადო რამდენიმე საკლუბო ღონისძიება კატალონიაში მიმდინარე მოვლენების გამო.
გერმანულმა „სანკტ პაულიმ“ კონტრაქტი გაწყვიტა თურქ ფეხბურთელთან, რომელმაც სირიაში ჯარების შეყვანას დაუჭირა მხარი.
ფხენიანში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შედგა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის – 0:0. ტრიბუნებზე გულშემატკივრები არ ყოფილან. ხელისუფლებამ სამხრეთ კორეელი ქომაგები ქვეყანაში არ შეუშვა და უცხოელ ჟურნალისტებსაც ყოველგვარი გზა გადაუკეტა. მატჩის ტრანსლაცია არ მომხდარა. თამაშზე მივიდა ფიფას პრეზიდენტი, მაგრამ ჩაკეტილობაზე ამან ვერ იმოქმედა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ ერთმანეთში პირველად ითამაშეს 1990 წლის შემდეგ.
„ლაციო“ დაისაჯა ევროპის ლიგის ერთ მატჩზე ფანების ტრიბუნის დახურვით რასისტული შეძახილების გამო.
ესპანეთის ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ გავიდა ევროპის პირველობაზე. ეს ნაკრების რეკორდია.
მალდინი: „ჩემპიონთა ლიგის რვა ფინალში ვითამაშე, 5 მოვიგე, მაგრამ ყველა მაინც 2005 წლის ფინალს იხსნებს“.
ალეკსანდერ-არნოლდი გინესის რეკორების წიგნში მოხვდა პრემიერლიგაში 12 საგოლე პასის გამო.