LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავინ არის უფრო ძლიერი ვიდრე მართალი კაცი” – გოგიჩაიშვილი მისი მეუღლის დანიშვნის თაობაზე

719
BeFunky-collage (14)

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი მეუღლის, ნინო ხაჟომიას აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნას და ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის.

აკაკი გოგიჩაიშვილი წერს, თუ რა გზა განვლო მეუღლესთან ერთად ტელევიზიებში და რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა.

“რამდენი ეჭვი თუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირიც არ უნდა ეძებოს ვინმემ გინდა ნინოს და გინდა ჩემს პოლიტიკურ აფილაციას შორის, რბილად რომ ვთქვა, წმინდა წყლის ნაყვა იქნება, რადგან ასეთი არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა, და არავინ არის უფრო ძლიერი ვიდრე მართალი კაცი.

მესმის, რომ ეს ქართული ტელევიზიის სტანდარტად დამკვიდრდა – ყველაზე უცნაური ვერსიების შექმნა და შემდეგ მათი განხილვა, და, ამდენად არც მიკვირს და არც პროტესტის გრძნობა მიჩნდება, თუმცა თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი მხრიდანაც ვთქვა რაც რეალურად არის: მე და ნინომ „რუსთავი 2“ სადაც 20 წელზე მეტ ხანს ვიმუშავეთ, დავტოვეთ ერთადერთი მიზეზით, რომ დავინახეთ როგორ მიჰყავდა ადმინისტრაციას არხი სრული პოლიტიზაციისკენ  – ეს 3 წლის წინათ იყო და შეხედეთ დღეს თავად მთავარ არხს და დარწმუნდებით, რომ ასეც მოხდა და დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო.

აკაკი გოგიჩაიშვილი რუსთავი 2-ზე: მიკერძოებული მედია ვერ ჩაითვლება თავისუფლად!..

ბოლო წლებში, ნიკა გვარამიას პოლიტიკის გამო ამის გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდებოდა და ბოლოს საერთოდ შეუძლებელი გახდა.

მას შემდეგ, ნინომ იბერია ტვ-ზე წაიყვანა რამდენიმე დილის გადაცემა, სადაც ყველაფერზე იყო საუბარი გარდა პოლიტიკისა, ხოლო მე ბიზნეს-გადაცემას ვუძღვებოდი სადაც აქამდე არავის აღმოუჩენია პრო-სახელისუფლო მიდგომის რამე ნიშანი და ამიერდან თუ აღმოაჩენს ვინმე, მეც მაჩვენოს.

რაც იბერია დაიხურა, მე ახალ სფეროში – მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში მოვსინჯე თავი, არცთუ წარუმატებლად, და ორ მცირე ზომის კომპანიაში მუშაობის შემდეგ ჩავთვალე რომ მზად ვიყავი მეტისთვის და მონაწილეობა მივიღე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში (ისევე როგორც იმ პერიოდში ჯობს-ჯი-ზე ნანახ არაერთ ვაკანსიაზე), შემარჩიეს და დავიწყე მუშაობა.

ნინომ კი თავისი მცირე ბიზნესი მოსინჯა და არცთუ წარუმატებლად, თუმცა ორივეს გვქონდა მედიისადმი ნოსტალგია – მე ჩემი გადაცემა წამოვიწყე ინტერნეტში ბიზნეს-ონლაინი, ნინომ კი აჭარის ტელევიზიაში მოძებნა შეთავაზება. რა თქმა უნდა ვხედავთ იქ რაც აურზაურია და სრულიად არასწორი პოზიციები ორივე მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ ნინო, თავისი გამოცდილებით, ცოდნით და პიროვნული თვისებებით მხოლოდ დადებით წვლილს შეიტანს ვითარების ისე დარეგულირებასა და განვითარებაში, რომ არხის სამაუწყებლო პროფესიონალიზმი და ყურებადობა საგრძნობლად გაიზარდოს, რაც მათ შორის ყოველგვარი პოლიტიკური აფილაციისგან გამიჯვნასაც ნიშნავს.

დარწმუნებული ვარ რომ მაქსიმუმ 1 თვეში – ნინო შეძლებს უკვე პირველი შედეგების ჩვენებას და მიმდინარე ტალახის სროლა, თუ ნეგატიური ანალიზის მცდელობებიც ისე გაჰყვება წყალს, როგორი წყლის ნაყვაც ამჟამად არის. წარმატებებს ვუსურვებ აჭარის ტელევიზიას, ჩემს ყველა კოლეგას და ვარწმუნებ, რომ ნინო მათ გვერდით იდგება ყველა სწორ საქმეში და მხოლოდ დაეხმარება მათ – გაცხადებული მიზნის – დამოუკიდებელი და მაღალ-პროფესიული პროდუქციის შექმნაში”

“მიზანმიმართულად ანგრევთ მაუწყებლის იდეას…აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის” – აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა არხი დატოვა

თადუმაძის წყალი აჭარის ტელევიზიას გადაესხა – მრჩეველთა საბჭოს წევრს 4-წლიანი სწავლა 5-ად ჩაუთვალეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები