„არავინ, არასოდეს არ უნდა კვდებოდეს ქართულ ციხეში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ცაგარეიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ „არ სურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს“, ასევე მიხეილ სააკაშვილის შეწყალება “დიდ პოლარიზაციას” გამოიწვევდა გია ცაგარეიშვილი აფასებს.
არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი
„არავინ არ უნდა გარდაიცვალოს ციხეში, არც ყოფილი პრეზიდენტი და არც რომელიმე მოქალაქე ჩვენი ქვეყნის. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავინ არასოდეს არ უნდა კვდებოდეს ქართულ ციხეში. არც პრემიერი, არც მინისტრი, არც პოლიტიკური ოპონენტი.. არავინ საერთოდ. დიდხანს უნდა იცოცხლოს ბატონმა სააკაშვილმა, ისევე როგორც ნებისმიერმა პატიმარმა.
მესმის ქალბატონ პრეზიდენტის სენტიმენტები, ის ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობს და შეიძლება, კორპორატიული თანაგრძნობა გააჩნიათ პრეზიდენტებს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, არავინ არ უნდა გარდაიცვალოს, არც დევნის, არც არაადამიანური მოპყრობის, არც იმის გამო, რომ შეეზღუდა ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, ამანათის მიღების, ახლობლის მონახულების უფლება.. არავინ არ უნდა იჩაგრებოდეს. პატიმრების გაუთავებელი ჩაგვრა და დამამცირებელი მოპყრობა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩაბარდა წარსულს. ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ვერავინ კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერასოდეს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
გარდა ამისა, უმრავლესობის წარმომადგენელმა ასევე შეაფასა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენები.
„ჯერ კიდევ დღეს დილით იყო განცხადება მის სოციალურ ქსელში ატვირთული, რომ იგი ენდობა კლინიკა “ვივამედის” ექიმებს და არასდროს არ უთქვამს, რომ ვინმემ ის მოწამლა. დღის ბოლოს ერთმა ადვოკატმა ერთი თქვა, შემდეგ მეორემ თქვა, რომ მას არ დაუწერია და დაწერა მისმა დედამ. გაერკვიონ ერთმანეთში ვინ, სად, როდის, რას ამბობს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
„მეეჭვება მას ეს დაეწერა“ – ადვოკატი სააკაშვილის ფეისბუკ პოსტზე