სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირებით მიღებული ზიანის შემდეგ არსებული გამოწვევებზე და კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.
როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო რესურსი და ამისთვის, უპირველეს ყოვლისა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კომუნიკაციები უნდა დამყარდეს.
„ამ 28 წელიწადმა გვასწავლა, რომ ჩვენ მუდმივად ვუშვებთ შანსებს ხელიდან და ამ შანსებს იყენებს რუსეთი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა მოახერხა თავისი ინტერესების გატარება. რუსეთი ბუნებრივია ხელიდან არ გაუშვებს და უნდა, რომ მოახდინოს ანექსია იმ ტერიტორიებზე, სადაც გავლენები აქვს.
მნიშვნელოვანია პირდაპირი კონტაქტები აფხაზებთან და ოსებთან და ჩვენ ამას სამწუხაროდ სრულ იგნორირებას ვუკეთებთ, ვლაპარაკობთ მხოლოდ დეოკუპაციაზე რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ოკუპაციაზე მეტად საფრთხე არის ანექსია. ოკუპაციაზე მეტად უნდა ვილაპარაკოთ ანექსიაზე. ჯერ ანექსია არ დაწყებულა, მცოცავი ანექსიაა და ნელა-ნელა ითვისებს აფხაზეთს, რაც თვითონ აფხაზებს არ მოსწონთ, მაგრამ დამხმარე არავინ არ არის. თუ ჩვენ გავალთ მათთან კონტაქტზე და პირდაპირ დაველაპარაკებით მათ შიშებსა და ინტერესებზე, რა აწუხებთ, არსებობს ამის რესურსები და დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებს შეიძლება გაუჩნდეთ შანსი ქართველებთან რაღაცაზე ილაპარაკონ. თუ მარტო მივატოვებთ მათ რუსებთან, დარწმუნებული ვარ, ანექსიას მიეჩვევიან და დანებდნებიან იმიტომ, რომ სხვა დამხმარე მათ არ ეყოლებათ.
ევროკავშირის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ კარგად იცის, რომ არავინ არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიების გასხვისებას, თუ ჩვენ პირდაპირ კონტაქტებს დავამყარებინებთ ევროპელებს აფხაზებთან”,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.