LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასწორად რომ იქცეოდით, ესეც მეტყველებს – 6 თვის მერე პარლამენტში სხედხართ და ზეციურ საქართველოს მიმართავთ: ზარქუა ოპოზიციას

64
ირაკლი ზარქუა

“მინდა, ვუპასუხო არმაზ ახვლედიანს, ის მიმართავდა ჩვენს გენერლებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს ზეციურ საქართველოში, გაეგო კითხვაზე პასუხი, სწორად იქცეოდა თუ არა, მოეწონებოდათ თუ არა, ნუ შეაწუხებთ იმათ, მე გიპასუხებთ აგერ, რიგითი მოკვდავი ზარქუა.” – ამ რეპლიკით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა არმაზ ახვლედიანის კითხვას: “დიდი გენერალი, გიორგი კვინიტაძე დაუბრუნდა საქართველოს და სულ ვფიქრობ, მას რა მოეწონებოდა ჩემს საქციელში”.

ზარქუას თქმით, მაშინ, როდესაც რეგიონში ამდენი გამოწვევაა და მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს არიან გადაკიდებული, ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციურ სცენარს ამზადებდნენ, ამიტომ ეს საქციელი არ მოეწონებოდათ:

“არ იქცეოდით სწორად, არ მოიქეცით სწორად, როდესაც რეგიონში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, მეზობლები ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებული, რუსეთი, ცალკე აგრესორი, სადაც მთელი დასავლეთი გეუბნებოდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე იყოს რეგიონში, თქვენ რევოლუციურ სცენარს ამზადებდით, ამიტომ არ მოეწონებოდათ.

აქვე მიიღეთ ეს პასუხი, იცოდეთ და არასწორად რომ იქცეოდით, იმაზეც მეტყველებს, რომ ექვსი თვის შემდეგ აქ სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს, იქცეოდით თუ არა სწორად.” – თქვა ზარქუამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები