LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ 51 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

174
დაკავება-ხელბორკილი

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცს, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პროკურორი თორნიკე ბაიდოშვილი აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

„სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე გამოძიება გრძელდება სსსკ-ის 137-ე, 141-ე, 151-ე მუხლებით“, – განაცხადა პროკურორმა, თორნიკე ბაიდოშვილმა.

დაცვის მხარე ითხოვდა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოყენებულიყო. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არცერთი მტკიცებულება არ დევს.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა“, – აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.