Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
არასრულწლოვნები ძალადობაზე შეტყობინების გაკეთებას სათანადო ორგანოში შეძლებენ – ომბუდსმენი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნები ძალადობაზე შეტყობინების გაკეთებას სათანადო ორგანოში შეძლებენ – ომბუდსმენი

103

“ჩვენი შვილები არიან ყოველდღიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ოჯახში, ქუჩაში თუ სკოლაში,”- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, სკოლებში არ არსებობს ბულინგის გამოვლენის და სწორი რეაგირების სისტემა.

სახალხო დამცველი გეგმავს დაიწყოს კამპანია, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვნებს შეეძლებათ ძალადობის შესახებ კონფიდენციალური შეტყობინების სათანადო ორგანოში გაკეთება. ამ ეტაპზე მათ შეტყობინების გაკეთება ომბუდსმენის ცხელ ხაზზეც შეუძლიათ – 1481.

“მეტირება… ჩვენი შვილები არიან ყოველდღიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ოჯახში, ქუჩაში თუ სკოლაში… მშობლებმა ხშირად ეს არ იციან და ჰგონიათ, რომ სანდო ადამიანებს აბარებენ შვილებს… სკოლებში არ არსებობს ბულინგის გამოვლენის და სწორი რეაგირების სისტემა… სახალხო დამცველი დაიწყებს კამპანიას, რომ არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ კონფიდენციალური შეტყობინების სათანადო ორგანოში გაკეთება. მათ დღესაც შეუძლიათ კონფიდენციალურობის დაცვით ჩვენთან ცხელი ხაზის მეშვეობით განახორციელონ,”-აღნიშნული განცხადებით ნინო ლომჯარიამ ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობას ეხმიანება.