ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ 65 წლის ა.ვ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურომა მაია ჯაბუამ მიმართა. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია და საუბარია სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე, სხდომა უნდა დაიხუროს.
სხდომის დახურვამდე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ადვოკატი არ სჭირდება და თავს თვითონ დაიცავს. მან ასევე აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.