მას შემდეგ, რაც “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ არხი დატოვა, “ტვ პირველში” მთავარ პროდიუსერად განაგრძო მუშაობა. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მელაძეს არხზე საავტორო გადაცემაც ექნება.
ნოდარ მელაძე საკუთარ ფეისბუქზე გადაცემის პრომოს მომზადებისას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც “მთავარის არხის” ყოფილი სახეებიც ჩანან და წერს: “არასოდეს შეგეშინდეს, დაიწყო ყველაფერი თავიდან”.
ეკო მაღრაძე, თამთა დოლენჯაშვილი, ვასილ დაბრუნდაშვილი, რუსუდან ჯაბანიშვილი, მაკა ჩიხლაძე და მაკა ანდრონიკაშვილი, როგორც ჩანს, მელაძესთან ერთად “ტვ პირველზე” ახალ გადაცემაზე იმუშავებენ.